მეუღლეს
გიას მე შენ მჭირდები ჭაღარა ბიჭო! ჩემი ოცნების მაცნედ, დარჩი ლეგენდად, ო, ასე მიჯობს, ლეგენდად მიჯობს დარჩე. ვიდრე ცას ფერი აკრავს სამოცის, (ვიცი მოვუყრი სათქმელს), ვიდრე უცინი მიწას დალოცვილს, მზით და იმედით სავსე. დარჩი ორმოცის, ორმოცდაორის, წლებთან მობრუნდი აქეთ, რომ ამ სიცოცხლის ბოლო კანონი შორს გავატანოთ ნამქერს. მე შენ მჭირდები ჭაღარა ბიჭო! სული ჩავბეროთ ამ წლებს, შენ უთქმელობა ყველაფერს გიჯობს, მე თვალს გარიდებ, ასეთს.. უკან დაბრუნდი გზებთან, ხიდებთან, წამო, დაბრუნდი უკან, გაფრენილ წლებსაც უკეთ მივხედავთ, არ გვიცხოვრია ფუჭად. ვიდრე, აქა ვართ და ჟამი გვინდობს პატარძალსა და მეფეს, პატარებივით ჩვენ ისევ ვცდილობთ, ბუდე გავუთბოთ მერცხლებს. ახლა ხმაურით ისევ გიმღერი როცა დუმილი მმართებს, ჭაღარა ბიჭო! მე შენ მჭირდები ჩემი წარსულის მაცნედ. იზა ჭკადუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი