თვალების ჭა
........ აღმოვჩნდი შენი თვალების ჭაში, ჩვეული ღიმით მასხივებ ჭიდან, დღეს შუქი სურს და მე ვრჩები ვალში, გულს ლხინი სურს და ვაბრუნებ გზიდან. როს წარიტაცებ ამ ხმოვან სტრიქონს, წვიმიან წალკოტს როს დასთმობს ნისლი, ვითომ არც იყო, ან ვითომ იყო, რაც არ გვსურდა და რაც გვსურდა ისიც. მეტობს ნამქერი ამ გრუზა თმაში, ჩვეული ღიმით მასხივებ ჭიდან, მე ქარი მღლის და ტყუილი ტაში, თუმც მაინც ბილიკს მივიკვლევ მშვიდად. ვტივტივებ წვეთი ამღვრეულ წყალში, სად გადამისვრის ვინ იცის ტალღა, მე სევდა მწყინს და ტყუილი მარში თუმც სულ შენდობის სურვილი მახლავს.. ........... აღმოვჩნდი შენი თვალების ჭაში.. იზა ჭკადუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი