* * *


…
დროს მივყვები,
მორჩილი ვარ ძალზე,
როცა უნდა მაწვიმს,
ანდა, მათოვს,
გზას მივყვები 
მდუმარებით სავსე,
გზას ვაწბილებ,
რომ არ არის სანდო.
სად მიგიყვანს, 
რომელ ჭასთან, კონცხთან,
რას შეგამთხვევს, 
ფათერაკს თუ ქორწილს,
დრომ არ იცის, 
ერთგულება, მოცდა,
წაგიღებს და...
მერე შუბლზე გკოცნის.
თვალს ვარიდებ
ცაზე ღრუბლის ჩენას,
მივალ მზესთან, 
ნაზად, უხმოდ, ციმციმ
და რაც ასე, 
მტკიცედ, ურყევ, მჯერა,
ყველაფერი 
ამაოა ისიც.
ერთხელ მაინც
გადავიფრენ ტრამალს,
ერთხელ მაინც
მოგიწონებ სიცილს,
მერე წავალ, 
წავალ, წავალ, წავალ,
არ შეგამთხვევ, 
არ შეგაჭმევ სირცხვილს.
იზა ჭკადუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი