სადღც შორს ცაში


სულს სურს, რომ იყოს თავისუფალი
და სხეულიდან ცდილობს განდევნას,
არ ვიცი რაც კი მომხდარა ჩემში
სულის ტკივილად გარდიქმნა ყველა!

მხოლოდ სიყალბის ქარში ნამყოფი
ათასი ტყუილის და ცუდის მომსწრე,
მინდა გავფრინდე იქ სადღაც ცაში
და ტკივილები ქარებს მიჰქონდეთ!

მინდა გავიქცე სადღაც შორს მთაში
და მოვიტოვო მთელი სამყარო,
მინდა, რომ გავქრე უკვალოდ წამში,
ვენიდან გადმოსულ სისხლის სანაცვლოდ.

გაყინულ სხეულს მოწყდება წამი
და გარდიქცევა ლეშად ჭიების,
მსურს რომ გავფრინდე იქ სადღაც ცაში
და აღარ ვათრევ ამ სხეულს ქარში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი