დაიხარჯეთ სიყვარულში


დაიხარჯეთ სიყვარულში, თორემ მერე ინანებთ!
ოცნებები აასრულეთ გულით რასაც ინატრებთ!
საყვარელ ქალს გულს ნუ ატკენთ მისი სული თბილია!
იცოდეთ, რომ სიყვარულით სამყაროც კი გიჟია!

აასრულეთ რასაც ფიქრობთ, თორემ მერე ინანებთ!
ქვეყანას, რომ მოვევლინეთ სიყვარულით გვინატრეს!
ეს სამყარო სულ ვრცელია გული არვის ატკინოთ!
ეცადეთ, რომ გაიღიმოთ, სხვისი მეტად გაიგოთ!

დაიხარჯეთ სიყვარულში ეს ხომ დიდი ძალაა!
სიყვარული ხომ ღმერთია უკვდავების სადარად!
გააჩუქეთ ბევრი სითბო, რომ იგივე მიიღოთ!
თორემ მერე გვიანაა სინანულით იტიროთ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი