სიბერე რომ მოგვადგება კარზე


სიბერე რომ მოგვადგება კარზე,
ნაოჭები დაიწყებენ კვდომას,
გავიხსენებთ ისტორიულ ამბებს
და სიკვდილის მოლოდინი მოგვკლავს!

გავიხსენებთ სიყვარულის ამბებს,
პირველად რომ შეგვიყვარდა მაშინ
და მოვყვებით ათასობით წვრილმანს,
განვლილ დღეებს მოგონებად ჩავთვლით!

მონატრების სუნი ასდით წამებს,
განვლილს, როგორც წარუშლელი კვალი,
ბევრჯერ ვიტყვით ერთმანეთის სათქმელს,
დარდად ქცეული მოგონებებს დავთვლით!

კვლავ ვატარებ სიტყვებს გულით ნათქვამს,
მოგონებებს სიყვარულით დაღლილს,
გავიხსენებთ ათასობით წვრილმანს
და სიკვდილის მოლოდინი დაგვღლის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი