სამშობლო
🤦🤦 ძრწოლაა ახლა გულის სიღრმეში, და თითქოს თვალებს ნისლავს სიავე , მიძინებია თოულ ქვეშ ღიმილს, ალბათ გაზაფხულს მოჰგვრის სიამეს. ტაიჭი უკვე შეკაზმულია, და შავჩოხიანს მოელის მხედარს, ნეტავი ახლა ვინ მალავს ამ დროს, კარგად დაგეშილ მორბენალ მწევარს. სწორედ დრო არის აღარ ანთხიოთ, ვინმემ ბოღმა და ფიქრი მზაკვარი , ეს რა ბედია ფეხდაფეხ დაგვსდევს, სასწაულებრივ სულით მტარვალნი. სამშობლო მარტო თასი როდია, სადღეგრძელო და ღვინით ბახუსი, ნეტავი ახლა რას მოგვითხრობდა, ალქიმიკოსი ნოსტრადამუსი.... 🙏იზო🙏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი