ვეღარ ვიტირებ
შემოიჭერი ქარიშხალო,ისე უეცრად, ჩემი ფიქრები, შემოქროლვით გვერდზე მიყარე, რაც კი ამ ქვეყნად სიყვარულით მიკეთებია, დაუკითხავად,უმიზეზოდ გადამიყარე. ვეღარ ვიტირებ,გავიყინე,ცრემლი აღარ მაქვს, ღაწვებზე მხოლოდ, გათოშილი ნამი ციმციმებს, თითქოს ვივიწყებ, აზვირთებულ წარსულის ტალღას, ვცდილიბ დავძლიო,მოვიცილო სულის სიმძიმე. ამ ცხოვრების გზა, გასავლელად ტკბილი როდია, და არც ის მჯერა, რომ ამ ქვეყნად არის ედემი, ფიანდაზები,არსადაა გაშლილ მდელოზე, სირთულეებით სავალია, მკაცრი ქედები. ყველას ვპატიობ,ვინც ეს ცრემლი ტბორად აქცია, განა ბოღმისთვის წარმოიშვა ადამიანი, მე ღმერთს მივანდე ჩემი თავი,ჩემი იმედი, მათი მხრიდან კი, დანანება არის გვიანი. ღრმად შემოიჭერ,ქარიშხალო გულის სიღრმეში, და ზღვის ტალღასაც,თითქოს ხატავს სულში მინდორი, დღემდე ელიან ჩაძირულნი, მითის ახდენას, და ჰგონიათ რომ გამოჩნდება პოსეიდონი. 🙏იზო🙏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი