ქალაქი-მოჩვენება
მოჩვენება-ვაჭართა ქალაქი დამარხული და დაწყევლილი, ისევ გაცოცხლდა ათას წლის შემდეგ. და საქონელიც ათასგვარი აქვთ, ათასცალი და ათასფერადი, გევედრებიან, იყიდე რამე, თუნდაც აბაზის. თუ გაუმართლებთ, მათთან მოხვდება ვინმე გამვლელი... იყიდის რამეს??? და თუ არა და ... მოჩვენებები დაიღვრებიან ათას ცრემლებად, გაქრებიან და კვლავ გაჩნდებიან ათას წლის შემდეგ, იმავ იმედით… ეს ზღაპარია, ჩვენ ასე არ ვართ, დროც არ გვაქვს ბევრი. თუ უარგვყოფენ, ყოველთვის ვკვდებით ათასჯერ მაინც, ოღონდ, უეცრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი