ვარიაციები
#1. ანტი-ენა
ჯერარნათქვამი სიტყვით ჯერარნახული თვალით ჯერარნასიზმრი ხილვით არმოაზრული ფიქრით არახდენილი ნატვრით არანამდვილი ამბით არასულვრცელი ტალღით არამუდმივი არსით არგამხელილი ზრახვით არნაფერები სახით არწაღებული დარდით არდაყოლილი ტანჯვით არსამახსოვრო გზებით არამოსული ფრთებით არდახატული ფერით არნაჩქარევი ტემპით არგაგონილი ტემბრით არნაჟღერები ბგერით და არნაენარი ენით დავიწყე ეს სიმღერა.
#2. ჯერ
მშრალგრძელთმიანმდგარს შორახლონახულს ჯერმომლოდინეს ან მე-მლოდინე წინასწარნაფიქრ სცენარში ვუშვებ.
მას-სათნო-ყოფილს შორზღაპარმთიან ხშირადნასურვებ წარმოსახვაში ბავშვობისდროის სივრცეში ვაქცევ.
ჯერარაქამდე არასრულებულ არშენაყვარებ მრავალნატანჯდღეს არაფრისმნახველ წარსულში ვტოვებ.
მის-სავალ-გზებზე არასრულნახულ სულარუმძიმეს ყოვლადყოფისას თვალცრემლიანი ვატარებ ნოტებს.
ასჯერნაცადი არგამოსული მშვენიერქმნილი მის-სულ-მზე-რისას ფერდაკარგული ვამსხვრევ იმედებს.
მე-მას-მიზიდულს მუდამთვალწარმტაცს შეხმატკბილებულ სიტყვადღებისას შედეგგარეშე ვამთავრებ დროებს.
შერეულპირთა ერთაღრეული თანეროტიულ ტოლადნახვისას ფსევდოკონტაქტით სრულდება ღამე.
გრძნობათთეატრში მის-ყელ-ფერებით არდაშრეტილი ზღვათემოცია არ გადარჩება მახლობელ წამებს.
და-მას-მიძღვნილი ფურცელთნაკადში გამოხატული ბაგეთფერება გარდაივსება ნატვრით ქაღალდზე.
ამ-ას-არ-ნაჯერ ფიქრთაღელვისას მის-კარ-დახშული თვალადსიუხვე ფერადოვნებდა ლამაზ სახეზე.
არნადინარი ფიქრთასხივება წახალისებულ გულმოდგინებით არ-და-ედრება ნაცნობ სიმღერებს.
ართანმიმდევრულ ლტოლვათკრთომისას ვერდატეული მუდმივოცნებით არწარმოდგენით ვუწერდი ლექსებს.
მას-არ-ფენილი უნაპირობით გარდაგზავნილი გულთატკივილი აუცილებლად იპოვის თვალებს.
მაგრამ პასუხად აზრთუარყოფა გამალებული წინათგრძნობებით სიზმარსივრცეში დაიტევს ალერსს.
სილამაზის ფერები
არ არიან-არიან
არ არიან-არიან
არ არიან-არიან
არიან-არ არიან.
#3. ვერ
მისამრომელმა თვალადთუმდგარი ფიქრადგართული მზერით ამავსო, ფერადფერითი ფარგალფორმები რიდარმორევით გაფრენას ლამობს, არწანაკითხი ასოთგანწყობით ტანადსხეული თმას თანაფარდობს, გადაჭარბებით ახლადგამქრალი თანახვეული მახსოვს და მართობს.
გრძელთანამგზავრი გაშლილფერებში მომევლინება სიმთადარხევად, მასადრჩენილი ერთადსივრცეში ფანტაზიები მირბიან ნელა, დროთშეზღდული ეროსმიმოცვლით ჯერარდარღვეულ სივრცეში ელავს, არაფრისმქმნელი ილუზიები რომლებიც მასულდგმულებდა წეღან.
რითარმანამდე არასრულყოფილ წამომართული ჩრდილფორებია, მისადნახვისას თავგზაარეულს თანგარდაქროლვა მომნატრებია, სულარნახული თავდავიწყებით გარშემორტყმული ვერკომედია, მსწრაფლწარმავალი ვითარბგერითი იდუმალება გამომრევია.
მარადყოველთვის არშენაპირი შემობრუნდება შენადდახვედრად, ვერდამესრული მისგანარხსნილი გზადაფანტული დაიარება, კვლავშეგებებით გარდაფენილი ძალმოუკრებლად დაიმალება, თვალთუნახავი მშვენიერება არშენადარში დაიკარგება.
მე მისჯილი მაქვს არდავიწყება დაუსრულებელ მოგონებების, ის, რაც გინახავს, შენი გგონია და გრძნობის აშლას ისევ მოელი. შენ შენად რჩები, მაგრამ ტალღები მოიჩქარიან იმის იმედით, იპოვი წუთებს, იპოვი წამებს და აფეთქდები იმ ერთ მომენტში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი