მსოფლიო განზიდვის კანონი


რა იქნებოდა,                                                                                                                                               რომ კედლები დაინგრეოდეს                                                                                                                   და მეზობლები უცებ ერთმანეთს დაინახავდნენ?                                                                     არაფრის მსგავსი... 

მაგრამ გახსოვდეს, მიზიდულობა ყოველთვის ქრება,                                                           რადგანაც მაშინ,                                                                                                                                                ისე დაღამდა,                                                                                                                                                   რომ აცრემლებულ თვალების გავლით                                                                                               გაშლილ ჰორიზონტს,                                                                                                                                                              არ უცეკვია ნატიფი ვალსი.    
                                                                                                               
რომ რამდენიმეწუთიან ლტოლვას,                                                                                                    თითქმის თავიდან,                                                                                                                   მერამდენეჯერ ვანაცვლებ ახლით.   
                                                                                                                           
რომ მშვენიერების გამქრალი სურათი                                                                                          ყოველთვის მძულდა, - ის მახინჯია                                                                                                    და ვინც არ მხიბლავს, სინამდვილეში ლამაზი არის.  
                                                                             
რომ მითოსური ფიქრებიდან ფრენით წამოსულს                                                                                                   უფრო შეზღუდული სამყარო დამხვდა, თუმცა ნათელი                                                                 და შემდეგ მივხვდი,  ჩემი სამყაროც შეუზღუდავი ტკივილი არის.  
                                                     
რომ ყველაფერი, რასაც ვხედავდი და წარმოვიდგენდი,                                                                                        სხვების ყოფილა და არა ჩემი.                                                                                                                 ის რაც ჩემია, იქვე იწყება, სადაც მთავრდება.  
                                                                                         
რომ ანარეკლები და მინიშნებები მოჩვენებაა.                                                                                        ის, რისიც გვჯერა, თავად ვიგონებთ                                                                                                     და  ძველი ფორმების ამარა ვრჩებით...  
                                                                               
მე აღარ მსურს გავიმეორო.                                                                                                                   ჩვენ ერთმანეთი ყოველთვის გვეზიზღება.                                                                                                     მინდა გავიქცე იქიდან, საიდანაც მეძახიან.                                                                                                                                               ჩვენ ერთმანეთის სილუეტებსაც კი ვეღარ ვარჩევთ.                                                                       რისთვის უნდა შევცვალოთ   რამე, რისთვის?                                                                                      რომ მიღებულ ძალაუფლებას ეროსით გასცემ.                                                                                         და კედლები რომც დაინგრეს, მაინც იგივეს დაინახავ.                                                                         გინდა ეს მომენტი დაუსრულებლად გაგრძელდეს?                                                                         არა, და ისევ: - ჩვენ სადღაც ვართ ...                                                                                                        და ღამით, მათი სხეულის ნაწილები გველანდება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი