როგორ ვაგრძელებთ არსებობას?


რაღაც მანძილზე ერთმენეთი შევნიშნეთ                                                                                                    და მთელი ფიგურა გადავყლაპეთ.                                                                                                      როგორი დემონსტრაციულები და ექსპრესიულები ვართ, არა?                                                               რა ჰქვია მას, რაც მეხსიერებაში მხოლოდ ჩემგან  დარჩება?                                                           რატომ არ ცდილობ ნაბიჯების შენელებას?                                                                                               ხვდები რაც უნდა თქვა, მაგრამ გამოხატვა გიჭირს?                                                                                        რა არის ის, რაც მხოლოდ შენ შეგიძლია?                                                                                            რისი იმედი გაქვს, როდესაც თავის მობრუნებას არ კადრულობ?                                                გგონია, მე თუ გავქრები არაფერი მოხდება?                                                                                 როგორ შეგიძლია ამდენ ხანს ელოდო?                                                                                        რატომ ამახვილებ ყურადღებას დეტალებზე, თუ მაინც უნდა დაივიწყო?                                      რას ნიშნავს ეს მზერა, თუ მას გაგრძელება არ მოჰყვება?                                                      შემიძლია, ყველა ერთ კოლაჟში გავაერთიანო და მათგან საუკეთესოები ამოვარჩიო?            გჯერა, რომ მიმიკების ენა, ყოველ ჯერზე, ექსპრომტად შედევრულია?                           აცნობიერებ, რომ  ერთმანეთს  მეხსიერებაში არეული სურათებით აღვიქვამთ?                         ცოტა ხნით დაიჯერე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი?                                                                                                                                        რამდენ ხანში დაგვავიწყდება ერთმანეთის არსებობა?                                                                    და ამასობაში ჩვენ ერთმანეთს მხედველობის არიდანაც ვკარგავთ...                                    როგორ გგონია, ეს ადვილია?                                                                                                             ნუთუ ვინმეს სჭირდება ჩვენი ტანჯვა?                                                                                                           აღარ გინდა გაგრძელდეს ეს ისტორია?                                                                                           როდის ამოიცნობ ჩემს რევერსულ ბუნებას?                                                                           რისთვის აგრძელებ ცხოვრებას, რისთვის?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი