"Perfume"-ს


50 000 ადამიანიც რომ მოკვდეს,                                                                                                                     არ დაგენანოს სასურველი სურნელის მისაღებად,                                                                    რადგან ისინი, შენ გარეშეც ერთმანეთს გადათელავენ.
                                                    
მათ არ იციან, რომ ყველა სხეულიდან თითო წვეთს ვაგროვებ                                                               და საბოლოოდ ვიღებ იმას, რასაც არ ეძებენ,                                                                            არასდროს ესმით და ვერასდროს ამჩნევენ. 
                                                                             
წარმოიდგენ, რომ ამ გენიალურ სუნამოში შენი გულწრფელობის ერთი წვეთიცაა?                                                არა მგონია, შენ არც კი გახსოვს... 
                                                                                                         
მაგრამ, შედეგი ყველას აკვირვებს,                                                                                                     რადგან სურნელი სასწაულს ახდენს: -                                                                                            გავიწყებს სახელს, ეხვევი გვერდით მდგომს,                                                                                    ეცემი, დგები, გიყვარს და ტირი,                                                                                                         ყველა ერთია და იმ ყველაში                                                                                              სამოსმოგლეჯილ სხეულებს ითვლი,                                                                                         უქმდება ყველა პირობითობა,                                                                                            დაუსრულებლად ისმის სიცილი,                                                                                                             სანამ სურნელი გაიფანტება,                                                                                                                      სანამ გაჩნდება სირცხვილის შიში...    
                                                                                                           
ეს უკვე გახსოვს, რადგან ფხიზლდები: -                                                                                                 შენ რაღაც გქვია, სხვა კი უცხოა,                                                                                                                                                                                                                                   ისევ გაქცევა, ისევ დამალვა,                                                                                                                        ისევ ზიზღი და ისევ სირცხვილი...                                                                                                      

რისთვის გავიღე ამხელა მსხვერპლი?! -                                                                                              რომ ერთეულმა მაინც შეიგრძნოს                                                                                             ათასეული წვეთის სურნელი!  
                                                                                                                                                                                     
ისინი ამას ვეღარ შეძლებდნენ,                                                                                                         
რადგან ყოველთვის ჩუმად ქრებოდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი