Aunt Julia vs. Lolita


მათი კალთები                                                                                                                                  ყოველთვის თანაბრად სანატრელია,                                                                                                    მაგრამ, როგორ გავაკეთოთ არჩევანი, როგორ?    
                                                                                    
ჰო, მართალია,  მშობლებსაც და შვილებსაც ირჩევენ,                                                                                                  და  თუ ასეა, -                                                                                                                                                 დეიდა ხულია მშობელია, შენ  - მისი შვილი,                                                                                             ლოლიტა კი პატარა გოგოა, და შენ მშობელი.    
                                                                       
თუმცა, შეგვიძლია, სხვაგვარადაც წარმოვიდგინოთ                                                                                  და რადგან მშობლობა ყოველთვის დამღლელია,                                                                                არჩეული როლები შევატრიალოთ:                                                                                                        დეიდა ხულია შვილი იყოს და შენ მამა - უფრო ახალგზარდა,                                                            ხოლო ლოლიტა დედა იყოს და შენ შვილი - მასზე  უფროსი.

საბოლოოდ როლები ირევა და ხვდები, რომ                                                                                                           არ აქვს მნიშვნელობა რომელს აირჩევ  -                                                                                                                                                                                                                            ლოლიტას თუ დეიდა ხულიას,                                                                                                                                                                                შვილსა თუ მშობელს,                                                                                                                          რადგან შენც ორივე ხარ ერთდროულად                                                                                                               და მათ მეორე ნახევარსაც მუდამ შენ ავსებ,                                                                                            ნულიდან ერთამდე,                                                                                                                                     ანდა პირიქით.   
                                                                                                                                                 
ნუ დაარღვევ ამ მთლიანობას -                                                                                                         ისინი იმედს არასოდეს გაგიცრუებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი