თანამედროვე აბდა-უბდა
თუ მე არ მინახავს her stories, მაშინ, საერთოდ რისთვის ვცოცხლობდი.
ცრემლები ახრჩობს საბრალო პინოქიოს, - რისთვის გამაცოცხლეს, ნუთუ ამისთვის? ყოველდღე ვხედავდე ერთსა და იმავეს, ვერაფერს ვამბობდე, ვერავის ვეტყოდე, პასუხსაც არ მცემს ვიღაც Homo Sapiens და მხოლოდ seen. საკუთარი თავი მაშინ გაამჟღავნა, როდესაც პოსტზე დატოვა like. She was active 5 minutes ago და არ უნახავს ჩემი story.
მინდა შევიგრძნო ისე, როგორც სხვას არ შეუძლია. თუ შენით არ ვიამაყებ, მაშინ გაგაუფასურებ. თუ რაღაც ერთი მხრიდან არ გამოდის, შემოატრიალე. არ მინდა ჩვენი ურთიერთობა შემთხვევით გაგრძელდეს. არ შემიძლია მრავალწლიან გამოცდილებას ვუღალატო. არ შემიძლია ვიბრძოლო იმის მისაღებად, რისი მოცემაც ენანებათ. არ შემიძლია გავცე ის, რისი მიღებაც ჩვეულებრივად წარმოუდგენიათ. და თქვენ ყველაფერს, რაც განსხვავებული და მრავალფეროვანია, ამახინჯებთ!
მე კი ამაზე ისე ვრეაგირებ, როგორც დაგვიანებული პედალი, რომელზეც, უკვე რამდენიმე ტაქტია, ფეხს აღარ იღებენ.
მაინც მინდოდა მეთქვა, you don’t know, how I love you, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ გაიგებდა.
ისევ მეკითხება საბრალო პინოქიო - რისთვის გამაცოცხლეს, რატომ მიმატოვეს? როგორ არ მითხრეს, რომ ხეზე ძვირი ვერასდროს ვიქნები?
“Amado mio” - უბრალოდ ფრაზაა სიმღერიდან. ხედავ, რა ლამაზი ვარ და მხოლოდ შენთვის? მიუხედავად იმისა, რომ მინიშნებები აშკარაა, ეს არ შველის ჩემს მოწყენილობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი