„I Origins“ -ს


Are these your eyes?      
                                                                                                                                       
მე ყველა მათგანში                                                                                                                                           საკუთარი თვალების ანარეკლს ვტოვებ,                                                                                                               რომ არ დავავიწყდე. 

არასოდეს შემიწყვეტია მათი ძებნა                                                                                                              და ადრეც და ახლაც, მე მათ შორის                                                                                                     საიდუმლო თამაშებს ვაბამ.   
                                                                                                                   
ჩვენ ერთმანეთთან რაღაც გვაკავშირებს!                                                                                                        ასე მგონია, ან მეჩვენება,                                                                                                                          რომ სადღაც რაღაც საერთოს ვმალავთ.                                                                                                    და  მეც არ ვიცი, სინამდვილეა თუ ფანტაზია                                                                                               ის, რასაც ყოველდღე ვხატავ.     
                                                                                                   
შევძლებ ოდესმე მათ დაბრუნებას?                                                                                                       რამდენ დროს ვკარგავ... 
                                                                                                                     
მოლანდებაა  განმეორება                                                                                                                            და ეს მსგავსებაც მალე გაქრება,                                                                                                                                                                       რადგან თვალები                                                                                                                                     არაფერს მალავენ                                                                                                                              ცრემლების გარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი