მეხსიერების ნარჩენები


მეჩვენება,  რომ კონკრეტული თანმიმდევრობით დაჯგუფებული ბგერათა ჟღერადობები, მიუხედავად ენაში მათი საგნობრივი მნიშვნელობისა, ყოველთვის ერთსა და იმავე ვიზუალურ ასოციაციებს იწვევენ იმ მომენტიდან, რა დროიდანაც ისინი ჩვენს აღქმაში რაღაც წარმოდგენებს თავდაპირველად დაუკავშირდნენ.

და რადგან ბგერებიც და სიტყვებიც საერთოა, არასოდეს გვავიწყდება ის ვიზუალები, რომლებიც აღვწერეთ, ყველამ ვნახეთ და რაღაც დავარქვით.

მაგრამ ის სურათი,                                                                                                                           ყველაზე ლამაზი,                                                                                                                              სიტყვებით ვერ აღვწერ,                                                                                                                      სიზმარში ნანახი,                                                                                                                                  ნელ-ნელა ქრება და                                                                                                                                 კვალსაც არ ტოვებს.                                                                                                                                       რაც დაიკარგა,                                                                                                                                            ვეღარ   იპოვი.                                                                                                                                  რეალობაში დარბიან ასლები..   

და მათგან ერთი                                                                                                                                         და მრავალჯერ ერთიც,                                                                                                                    არასდროს ნანობს რამეს,                                                                                                                            როცა ჩემთანაა,                                                                                                                                     რადგან მასში                                                                                                                                                   ჩემი ნაწილებიცაა                                                                                                                                           და მხოლოდ რამდენიმე წამით                                                                                                              ჩვენ ყველაზე მეტად                                                                                                                                 გვესმის ერთმანეთის.

ერთმანეთში არეული                                                                                                                      ლოყები, ყელი, ყურები, თმები..                                                                              თვალებდახუჭული ეხება ენა.                                                                                                                                                                                                                                                                                                  ვიცი, ახლა თავბრუ დამეხვევა.          

როგორ მინდოდა,                                                                                                                              ეს მომენტი მეხსიერებაში                                                                                                               დამრჩენოდა.

ის ისევ აქ არის.                                                                                                                                  ყოველდღე,                                                                                                                                         თვალს ისე ვადევნებ,                                                                                                                               რომ ვერ შემამჩნიოს                                                                                                                                 და რომ იცოდეს,                                                                                                                               როგორ მიყვარს...    
                                                                                           
ახლა ყველა მოგონება დაკარგულია.                                                                                                  მასთან უკვე არაფერი მაკავშირებს.                                                                                                                                                                                                                                         სუვენირებიდან სუვენირებამდე.                                                                                              მხოლოდ ერთი სურათი დამრჩა.                                                                                                        ვზივარ ცარიელ ოთახში                                                                                                                                 და დავყურებ.                                                                                                                                             ვიცი, თვალებს თუ დავხუჭავ,                                                                                                                    ისიც გაქრება მეხსიერებიდან.                                                                                                                                                                                                                                                        მისი შეხება, მისი ალერსი,                                                                                                                             მე დამავიწყდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი