ვრცლად წარსულზე
ყველაფერი, რაც აქამდე ვნახე, მეზიზღება. მეზიზღება ყველა სახლი, სადაც ვცხოვრობდი, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა ადამიანი, ვისაც ვიცნობდი, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა წიგნი, რადგან მაგონდება ჩემი თავი, როცა ადრე ვკითხულობდი და ეს წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა ცხოველი, რომელიც მოკვდა, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა სიზმარი, რომელიც მეორდება, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ჩემი მისამართი, რადგან იძულებული ვარ უკან დავბრუნდე და ეს წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა კერძი, რომელიც აქამდე გამისინჯავს, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას მპირდება, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ყველა სიტყვა, რომელიც მოსმენილი მაქვს, რადგან წარსულს მახსენებს. მეზიზღება ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებ, რადგან წარსულს მახსენებს. სხვა ადამიანებმა ჩემი თავიც შემაზიზღეს. ყველაფერი წარსულს მახსენებს. მომავალიც მეზიზღება, რადგან ისიც მალე წარსულს გამახსენებს. მხოლოდ აწმყო არ მეზიზღება რამდენიმე წამით, როცა უკეთეს მომავალს წარმოვიდგენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი