ჩვენ ძველი ფორმების ამარა ვრჩებით!


გაღვიძებისას, მე მხოლოდ მელოდია ვარ                                                                                           და შენკენ მოვგორავ.                                                                                                                                     ჩვენ შევდივართ სხეულის ნაწილების ფორმებში,                                                                                     რათა თავად მოვექცეთ სურვილის შიგნით.                                                                                       შემდეგ ბგერა ქვავდება...

მე ჩავყვინთავ და სადღაც ამოვყვინთავ,                                                                                                 ახალ საოცრებათა ქვეყანაში,                                                                                                                     სადაც არავინ მიცნობს                                                                                                                                    და ყოველთვის, მემახსოვრებით იმ იმედით,                                                                                      რომ ოდესმე დავბრუნდები.                                                                                                                    მთელი ეს დრო, მკვდარი ვიქნები...

აზრები ტრიალებენ და                                                                                                                          კადრებს აცოცხლებენ:                                                                                                                                                                                                                                                    მე წვიმაში ჩავფრინდი აპლოდისმენტებით,                                                                                                 ზემოდან ეშვებიან წვეთები.                                                                                                                         ჩემი გული ვარშავაშია დამარხული!                                                                                                   როგორ ვიტან ამდენ ტკივილს...

ყველაფერი მისი ბრალია.                                                                                                                      ფიქრი, გავიდე ჩაკეტილი ფანტაზიების მიღმა,                                                                                    მტანჯავდა მე.                                                                                                                                               ნუთუ ისევ დავბრუნდები?                                                                                                          მოულოდნელი და სევდიანი,                                                                                                         შთამბეჭდავი და დაუვიწყარი.

აღარ გამახსენო ის დრო,                                                                                                                              აღარ გამახსენო ის დრო,                                                                                                                      აღარ გამახსენო ის დრო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი