ვიცი... მაწამებს...
მწამს, ვიყავი და აღარ ვიქნები, სიკვდილზე ფიქრი ვიცი, ადრეა, მე ისიც ვიცი, ჩემზე ფიქრები რომ არასოდეს შენ არ დაგღლიან. ვიცი, როდესაც დილის ნათელი სხივებს დააფენს შენს მკერდზე ქუჩას. მე შენზე ფიქრში ღამე გათელილს სატანასავით მაწამებს ქუჩა. მაწამებს ქუჩა, ეს ჯოჯოხეთი, ტალახიანი სიკვდილით სავსე, მაგრამ მე ვიცი, რომ შენ ხარ ერთი და ჩემს სიყვარულს იმედით ავსებ. იმედით ავსებ გულს ფერგალეულს, ცეცხლს შეუკიდებ გაცრეცილ თვალებს, მწამს: ვერც კი ამჩნევ ერთ გზაარეულს, შენს სიყვარულს რომ უამბობს მთვარეს. მწამს და ბევრი რამ ვერც კი ვიწამე, მაგრამ მწამს ერთი, ვიცი და მჯერა: - გაყინულ გულის ცეცხლი მაწამებს, გაყინულ გულის ტრფობა მაწამებს, მისი ხალისი და აღმაფრენა. დიახ, ვიწამე, მაგრამ მერე რა?! მე ვიცი გულის ჭმუნვაც და დარდიც, ვიცი: - ცხოვრების გზები მერევა; ვიცი: - ოცნება თავზე მენგრევა; ვიცი: - ჭაღარა თმებში მერევა; ვიცი: - არავის მე არ ვუყვარდი... არც შემიყვარებს... ჰოდა რა ვიცი... ვიცი ბევრი რამ და მტანჯავს გული!.. ვიცი გიჟური აღთქმა და ფიცი, გიჟური ვიცი მე სიყვარულიც და სიძულვილიც გიჟური ვიცი. ვიცი, ცრემლები წყდება წამწამებს, მხედავენ მუდამ მუნჯს და დარდიანს. ყველაზე უფრო მე ის მაწამებს, ყველაზე უფრო, ყველაზე ძლიერ: - ჩემზე ფიქრები რომ არ დაგღლიან. რომ ჩემი ყოფა შენთვის, ძვირფასო, მწამს, ვიცი, მჯერა, რომ სულ ერთია, მწამს: - უკვდავება ჩემთვის ძვირს ფასობს, ფიქრები მაინც ლურჯ ცას ეტრფიან. ლურჯ ცას ეტრფიან ფიქრთა ფიფქები... თუმცა სიკვდილზე ფიქრი ადრეა და თითქოს ვიცი: ჩემზე ფიქრები ჰო, სადღაც ერთ დროს, ალბათ, დაგღლიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი