ჰიმნი შაჰ-აბასს
ჰოი, შაჰ-აბას! გადათელე თვალთა ნათელი, ბოროტმა გულმა დაანთხია სისხლის ტბორები! ქართული გული შენგან ბევრჯერ გადანათელი დადაღულია დღესაც შენი სისხლის ტბორებით. საქართველოზე დაიბერტყე სიბილწის კალთა, ქართველი კაცის შეანგრიე გულის კარები... იდრიკებოდნენ მყინვარებიც დაქნეულ ხმალთან, ვაზი გადასწვი - დედაბოძად ნაზიარები. ჰარამხანები ამოავსე ქართველ ასულთა, და მათი მკერდი უნაყოფოდ რძისგან გასცალე, გული იჯერე მტკაველ მიწით, ჰპოვე რაც გსურდა, ქართველი დედა შვილთაგან და თმისგან გასცალე. თვალ-მარგალიტი, ფარჩა, ლალი, დიბა-ატლასი, ივერთა ოქრო აბრწყინებდა შენს ციხე-დარბაზს, ო, ქურდო კაცო, რისხვა ჩვენო ასჯერ ათასი, წყევლა და კრულვა საუკუნის, ჰოი, შაჰ-აბასს! წყევლა და კრულვა მამაპაპურ გუთნის დედისა, რად არ გადასწვი ეს ქვეყანა ისეთი ცეცხლით, რომ არასოდეს წამოდგომა ჰქონოდა ღირსაც, რომ არ თქმულიყო არც დიდება, სიბრძნე, არც ლექსი! რატომ?! მიტომ რომ დღესაც გული შხამს დაუძაგრავს, გაყინულია სულის გუბე სიკვდილის ბჭემდის, შენ გაგეთელე, შენ მოგესპე, ჰოი, შაჰ-აბას! მერჩია, ვიდრე რუსის ჩექმებს ნალით დაჭედილს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი