უკანასკნელი მოჰიკანი
ცა ღრუბლიანი, ცა ავდრიანი მიწაზე იწვა, როგორც აჩრდილი, ფიქრობდა სადღაც ადამიანი, ქუხდა ენგური ფაფარაშლილი... აცრემლებული და დარდიანი გულში წვებოდა ფიქრი აშლილი, გულჩახვეული და მადლიანი ფიქრობდა სადღაც ადამიანი. ზღაპრულ ურჩხულის პირში გაჩრილი აქ შეურიგდა ბედს დადიანი და მოჰიკანი უკანასკნელი ჟამს მიეფიცხა დამშრალი მკერდით... სადადიანოს მომავლის ბედი ჰო, მერე ცისფერ ცეცხლში დადაგეს... და ჩაეძინათ დღეების რულში მამა-პაპათა ცრემლებით ნაგებს, - დადიანების სასახლის გულში მეგრულ მჭადივით გამოცხვა ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი