* * * (ისე ტკბილი ხარ...)


ისე ტკბილი ხარ, უხილავო ნაყოფო ჩემო!
როგორც ბადაგი დედაშენის ბაგეს ჩაღვრილი,
ისე ტკბილი ხარ, ისე ტკბილი, სიცოცხლე ჩემო!
როგორც ლოდინი შენი შობის, შენი გაჩენის.
როგორც სურვილი შენი ხილვის, თვალთა ახელის,
შენი, შენ, ჩემო ერთი კოცნის პატარა წვეთო!

მე მესმის შენი გულისცემა და მაჯისცემა 
და სუნთქვა მესმის.
მე ვხედავ შენი პაწაწინა ხელების მტევნებს,
შენს ფუნთუშა მკერდს, იდუმალ ღიმილს
და შენი მშობლის მკერდში ვმალავ
ბედნიერების ცრემლით სავსეს 
                     თვალებს თუ სახეს და
რაღაც გრძნობა მასათუთებს, მფერფლავს, 
                                     მანაზებს.

ო, რა ტკბილი ხარ, უხილავო ნაყოფო ჩემო!
      შენ, ერთადერთო სიხარულო ამ ქვეყანაზე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი