* * * (რა იყო, რა მოხდა...)


რა იყო, რა მოხდა, რა მოხდა ასეთი?
რა მოხდა ნეტავი? - გული გაგატანე.
შენ შეუბრალებლად ცრემლებით მავსებ და
ერთ ციცქნა სიყვარულს თან გადამატანე.

რა გთხოვე, ღმერთმანი, ასეთი რა გთხოვე?
ვფიქრობ და ფიქრების ბურუსში ვინთქები.
ხელი მკარ, დამტოვე, ყურიც არ მათხოვე,
შენ კი გაბუტულხარ, ფიქრებით ირთვები.

რა მოხდა, რა იყო? - გული გაგატანე - 
მწვანეა მაისი, ცაც ლურჯი ფერია.
ერთ ციცქნა სიყვარულს თან გადამატანე,
ცრემლებად მაქციე და არც კი გრცხვენია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი