შვილიშვილებს
გარიჟრაჟის ჩქამით რტოო დაღალულო! ატმის ყვავილებო ალისფრად ანთილო! ჩემო საქართველო, ნაზო გაზაფხულო! ბიჭო გიორგი და ქალო თინათინო! გარიჟრაჟის ჩქამით დამფრთხალო იებო, ჩემი სიყვარულის სარჩოვ და სათიბო! ციცქნა ჩიტუნებო! ციცქნა ნიბლიებო! ბიჭო გიორგი და ქალო თინათინო. ჩემი სულის უდაბნოში ჩამბნევიხართ ციურ ცვარად, თქვენმა მოსვლამ ყვავილებო, გარდამქმნა და გამომცვალა, სულ სხვაგვარად წამაკითხა წუთისოფლის გამოცანა. გარიჟრაჟის სხივო, მთებში ჩაკარგულო! ზეცას აღვენთილო, მზის ათინათო! გულში ტკივილამდე დიდო სიყვარულო - ბიჭო გიორგი და ქალო თინათინო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი