არ მოგიტაცებ


არა, არ მოგიტაცებ,
არ დაგხვდები გზაში!
მხოლოდ რითმად აგკინძავ
და ლექსებად გაგშლი.

თმაჭაღარას უკეთესს
რას ვინატრებ რამეს?
ხან რიჟრაჟად დაგხატავ,
ხან დაგხატავ ღამედ.

მერე წახვალ... და მერე...
მერე წლებიც წავლენ.
შენ და ლექსი დამრჩებით
რიჟრაჟად და ღამედ.

არა, არ მოგიტაცებ,
არ გიცრემლებ დედას!
ხან შვლის ნუკრად დაგხატავ,
ხან დაგხატავ გედად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი