* * * (გზა მიდის სასრულს...)


გზა მიდის სასრულს... ვარდისფერი უბერავს ქარი,
სულში იჭრება, გულს მიგრილებს და ალერსს ლამობს,
მეჩურჩულება, რომ თეთრ ბინდში ვიპოვო კარი,
შევაღო იგი და მოვიხურო სამარადჟამოდ.

მორჩილად ვეძებ, რომ ვიპოვო თეთრ ბინდში კარი,
შევაღო იგი პატიოსნად და არა ამოდ,
რომ ჩემთვის ქროდეს ვარდისფერი და თბილი ქარი
მეფერებოდეს საუკუნოდ, სამარადჟამოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი