Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_moo22tc9el6ssmtl0317va7582, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მაღლა ვფრენდი - ჯემალ კახნიაშვილი | პოეზია

მაღლა ვფრენდი


არწივივით ვფრენდი მაღლა, მაღლა
და თვალებში შევყურებდი მზეს,
არ ვიცოდი, თუ რა იყო დაღლა,
ნიავივით გადვუფრენდი მთებს.

ახლა, როცა თავქვე დავყე დაღმართს,
სხვა წასასვლელს ვეღარ ვხედავ გზებს,
აბა ვინღა დამიბრუნებს ახლად
იმ ლამაზი სიჭაბუკის წლებს.

ჰოდა უკვე ჩემი რიგიც დადგა,
თვალებშიაც მიბნელდება მზე,
შემოჰკარით სიცოცხლის ზარს ლაღად,
მე რომ წავალ, ხომ დარჩებით თქვენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი