შენთან ყოფნა მინდა
თოვს და თოვლის ფანტელები თმებზე მეფინება გაბუტული ციდან, შენ რატომღაც გაბუტულხარ ჩემზე, მე კი მუდამ შენთან ყოფნა მინდა. რა ფერები უალერსებს საგნებს, თოვლის ფიფქი რომ ეხება წმინდა, ჩემზე დარდი ნუ გათრთოლებს აგრე, მე ხომ მუდამ შენთან ყოფნა მინდა. რა ჩამოლევს ფანტელების ლარებს, რა გააქრობს თვალზე ცრემლის ბრწყინვას?! ასე სათნო და სინაზით სავსე არც კი მახსოვს, თუ ყოფილხარ წინათ. თოვს და ზეცის გაბუტულა ჭერი, მენატრება ჩვენი მყუდრო ბინა, მიერთგულე, გწამდეს მუდამ ჩემი! მე ყოველთვის შენთან ყოფნა მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი