* * * (რად მებუტები...)
რად მებუტები, ვიცოდე, რად მიჯავრდები ნეტავ? ციცინათელა გიწოდე და ჩემი გულის ფეთქვა. ხარ მეთქი ჩემი სიცოცხლე, ნეტავ სხვა რაღა მეთქვა? რად მებუტები, ვიცოდე, რად მიჯავრდები ნეტავ? მინდა, რომ შენით ვიწვოდე, არ დავდიოდე კენტად, მინდა გწამდეს და იცოდე, შენ, მხოლოდ ერთად ერთმა. რად მებუტები, ვიცოდე, რად მიჯავრდები ნეტავ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი