ღალატი
(ნინო ბოგვერაძეს) ღალატი? არა, უმუხთლა წუთისოფლემა, ბედმა, თორემ სამ ბოკვერს კალთაში ვით უღალატოს დედამ? ღალატიცაა, ღალატიც, ტკივილიც, ცრემლიც, მაგრამ სამი ბოკვერი ობოლი როგორ გაზარდოს მამამ? ღმერთი გასაზრდელს გაზრდის და დრო ჩამორეცხავს სევდას, რა ქნას იმ სამმა ბოკვერმა, თუ მოენატრათ დედა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი