* * * (ვარსკვლავები სწყდება ზეცას...)
ვარსკვლავები სწყდება ზეცას, მიწას სწყდება ვარსკვლავები... და სამყაროს ცხოველ ფეთქვას რჩება კვდომის ნაკვალევი. მაგრამ ზეცა ბლანდავს ნისლებს და სიცოცხლე მოდის კვლავაც, ინთებიან ისევ, ისევ, ვინ მოკვდავად, ვინ ვარსკვლავად. და ცხოვრების ბრუნავს ჯარა, არყოფნის თუ ყოფნის ზღვარზე. მიდის, მოდის კაცნი ჯარად ცის და მიწის გასაყარზე. ცას და მიწას როგორც ღილი, ვარსკვლავები წყება-წყებად სწყდება, სწყდება და სიკვდილი იმ წუთშივე გვავიწყდება... ვიღაც სისხლით სწამლავს ჰაერს, ვიღაც ლესავს სადღაც დანას. ვიღაცას სურს ეძმოს კაენს - ცოდვა-მადლი ზეცას ზარავს. ვიღაც ზურგში გვირტყამს მახვილს, ვიღაც გულში გვაჭედს ტყვიას... განწირულის ამოძaხილს მხსნელის ხელი არ ატყვია. მინდობია ბედის ჩარხის უკუღმა თუ წაღმა ტრიალს და ჩაუცვამს ტანზე თალხი საბრალოს და ბეჩავს, ტიალს. ვარსკვლავები, როგორც ღილი წყდება, წყდება ცას და მიწას და ვაი, რომ, რომ სიკვდილი გვახსენდება ყველას იმ წამს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი