ადამიანი, რომელიც მიყვარს


(ზ. ლოლაძეს)

გაწამებული ბედის ტრიალი
უცხო ქარავანს ვიცი, ბრმად მიჰყავს,
მაგრამ კვალს მოსდევს ადამიანი,
ადამიანი, რომელიც მიყვარს.

დააცქერდება ქარდაკრულ სახეს,
დაღლილ თვალებში მიყურებს დიდხანს,
მერე მზესავით ღიმილს შემაფრქვევს
ადამიანი, რომელიც მიყვარს.

და გაფითრებულ დღეთა ბარბაცში
ცრემლიან თვალებს გამატანს ფიქრად
კაცი, რომელიც მზეში არ გამცვლის,
კაცი, რომელიც უბრალოდ, მიყვარს.

მიყვარს... შეწყდება ცეცხლის ბრიალი,
დამტანჯველ ფიქრებს დაშლის, გარიყავს
ჩემთვის ძვირფასი ადამიანი,
ადამიანი, რომელიც მიყვარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი