Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_kqdt5f0p755ii3v5r5upetvkpe, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
* * * (წუთისოფელი რა არის?..) - ჯემალ კახნიაშვილი | პოეზია

* * * (წუთისოფელი რა არის?..)


წუთისოფელი რა არის?
აგორებული ქვა არის.

სადღაც შორს დარჩა ბავშვობა
და სიჭაბუკე თაკარა,
ის ოქროს წლებიც დამშორდა
ჩემი სულივით ანკარა.

დამაკლდა თვალში ნათელი,
სახე ცრემლებმა დაღარა,
მათოვა თეთრი ფანტელი
და თმებს მოედო ჭაღარად.

მინელდა ძალა მუხლებში,
თითქოს ცხოვრებამ დამღალა,
სისხლიც გამიხდა უხეში,
ჭკუაც გამიხდა პატარა.

საწუთრომ, წუთისოფელმა
განა მარტო ეს მაკმარა?
ქალამანივით მომთელა,
სულ აღმა-დაღმა მატარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი