* * * (დაღალულ გულმკერდზე...)
„ ... მაგრამ ამაში რა ხეირია? ბედნიერება აქ არ იწყება... „ / ა. ბლოკი / დაღალულ გულმკერდზე ბრწყინავს კელაპტარი, ანათებს აპრილი სხეულის ბნელ ყურეს, რკინისფერ ძარღვებში სიცოცხლეჩამკვდარი ერთ ციცქნა სიყვარულს, როგორც მხსნელს, უყურებს. ჯერ ისევ თბილია გული ჟანგჩამდგარი, ამორძალ თვალებით სიცოცხლეს უბრუნებ, ნაზია ზღაპარი - ღიმილში ჩამდნარი, სისხლიან ვენებში შფოთავ და გუგუნებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი