იყო და არა იყო რა...


ელვისებრ ცა გადახაზა
და გადამტკავლა მანძილი,
გაქრა, უძირო სივრცეში
ჭიაკოკონად ანთილი.

ცამ მოწყვეტილი ცდომილი
სათუთად გულს ჩაიკონა...
მერე დახურა დუმილის
კარი და ამოიყორა.

ასეა, კაცის სიცოცხლე - 
იყო და არა იყო რა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი