* * * (დაფერფლილი ავგაროზი...)


დაფერფლილი ავგაროზი - 
მკერდქვეშ გული ძგერს,
მირაჟებში ორფეოსი
ჰიმნს უმღერის მზეს.

მძიმე ნისლის ტარტაროსი
გადაჰკვრია მთებს.
სერაფიმი ვარსკვლავს ჰკოცნის,
თვალში უშრობს ცრემლს.

სიყმაწვილე ნაზი, მორცხვი,
დარდს ივიწყებს ძველს,
და მე ჩემი ანგელოზი
დღეს ხმას არა მცემს.

დაფერფლილი ავგაროზი - 
მკერდქვეშ გული ძგერს.
გულჩამწვარი, გულგოროზი
ვთელავ ქვეყნის გზებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი