წუხელ
იყო დაყრუება, იყო დამუნჯება, იყო დაბრმავება, რაღაც საშინელი. იყო გაფითრება, იყო დადუმება, მზეც იყო, სინათლეც, ზღაპრული, საკვირველი. იყო მელოდია, იყო სიმფონია, იყო პრელუდია და იყო ყოველი. მას ვერ შეთხზავდა და მას ვერ დაწერდა, მას ვერ შექმნიდა ათი ბეთჰოვენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი