შეხვედრა


ა.თ.

უკვე მეორედ ერთმანეთს ვხვდებით...
უკვე მეორედ ერთმანეთს ვხვდებით...
მე მახსოვს შენი ლამაზი სახე, 
და აშვერილი, მაღალი მხრები.
უკვე მეორედ, თუმც კი, არ ვიცი,
როგორ, საიდან მოხდა ყოველი.
მე  ალბათ კიდევ დიდხანს დავიცდი,
რომ ვნახო ჩემი გულთამპყრობელი...
უკვე მეორედ, და დღეის მსგავსად,
შეხვედრას კიდევ ბევრჯერ მოველი,
არ მახსოვს ჩემი სიტყვები, მაგრამ
გულისთქმა მახსოვს თითქმის ყოველი...
უკვე მეორედ ერთმანეთს ვხვდებით...
უკვე მეორედ ერთმანეთს ვხვდებით...
მე მახსოვს შენი ლამაზი სახე, 
და აშვერილი, მაღალი მხრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი