ზამთარი


ბევრი შიშის და თრთოლვის ამტანი,
მე სხვანაირი მახსოვს ზამთარი!

ბევრი შეხვედრა, ბევრი ლექსები -
სულ სხვანაირად მოალერსენი...

ვიგონებ ისევ უბიწო მკლავებს,
ო, დამეხსენით, ძვირფასო, მკლავენ!

ისევ თქვენს სახლთან მთვრალი ვგორდები,
ო, არ მიყვარხართ... კარგად.. გშორდებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი