სიმღერა


არა, არა, შენ არ შეცდე,
არ გეჯეროს, მთავარია,
შენ ხარ ერთადერთი შემწე,
ჩემი სუნთქვა გაბარია...
არა, არა, სხვა მე ვინ მყავს,
ვის გავანდო ზრახვა ჩემი,
ქარი ქრის და ქარს დარჩება
რაც ვერ გითხარ, დანარჩენი...
მზე ჩავა და მზე ამოვა,
გოგოვ - თვალებმერცხალა,
შენთვის სუნთქვაც გადავდე
და ჩემთვის შენ არ გეცალა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი