ზღვა


სხვა სიჩუმე იდგა ზღვაზე,
ქალი ნაზად ტიროდა...
გოგმანობდა სულ სხვა ხმაზე
ზვირთი სანაპიროდან.

და ითრევდა წვეთი წვეთებს,
ხმები ხმებს და ქარი ქარს.
მახსენდები, ვერ გიმეტებ,
ვერ გივიწყებ - არიქა!

ეს რა ხდება! ზვირთმა ზვირთებს
გაუწოდეს ხელი და
დაამშვენეს ქალის ხმები
ზღვების სხვა სიმღერითა...

სხვა სიჩუმე იდგა ზღვაზე
ქალის ნაზი გოდებით...
ახლაც იქ ვარ... შორიახლოს
ვზივარ და გელოდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი