მთაწმინდა და ნარიყალა


ა.თ.

რა კარგია მთაწმინდა და ნარიყალა,
როგორ მიყვარს, აქ რომ დავიარები..
ჩვენი გზები საუკუნოდ გაიყარა,
მელანდება ყველგან შენი თვალები.

დამივიწყე... ასე როგორ დამივიწყე...
აბა, მითხარ - ამას კიდევ სხვა რა ქვია.
გუშინ ჩემთან გაზაფხულის ქარი თრთოდა,
ახლა კიდევ მოტოტმანე არაგვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი