მარტის საღამო
ა.თ. იყო საღამო წყნარი, მარტი, თეატრი, დაღლა... ეს ფიქრი - უწყინარი, შენს თავს მახსენებს ახლა. სხვა სიალე და თრთოლვა, სხვა გარინდების წამი. არ მახსოვს მაინც როგორ, ან როდის გაგიცანი. და სიხარული ლტოლვის, გაღიმებაც კი სულ სხვა, მახსენდებოდა - თოვლი, ძველი ლექსების ნუსხა. იყო საღამო წყნარი, მარტი, თეატრი, დაღლა... ეს ფიქრი - უწყინარი, შენთან მომიყვანს ახლა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი