თოვლი მოსულა


ა.თ.

თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
(ან კიდევ მალე მოსვლას აპირებს).
თოვლს ყველა იცნობს და იმახსოვრებს
ყველა მის სიტყვას და დანაპირებს.

თოვლი მოსულა არც ისე ცივი,
არც ისე მკაცრი და სევდიანი.
მე შენთან მინდა... თუმცა სიცივე 
მანიშნებს, რომ ეს არის გვიანი...

თოვლი მოსულა!
არ მახსოვს სხვა დროს,
თოვლს ჰქონდეს ასე მწყრალი თვალები,
და მეც არ მინდა, ეს თოვლი გკადრო,
და ლექსს გიგზავნი დაგვიანებით,

თოვლი მოსულა.
თოვლი მოსულა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი