* * *
მე ალბათ შენთვის ყველაფერს შევძლებ, თუ დროზე ადრე მოვიდა თოვლი... რადგან ამ თოვლში შენს თვალებს ვეძებ, ადრე დაკარგულს, შიშით და თრთოლვით. იქამდე კიდევ უამინდობას გადაგარჩინოს ჩემმა ლექსებმა. შენთვის იმდენი რამე მინდოდა, რომ გული ჩუმი სევდით მევსება. გარეთ კი თითქოს ბნელდება უცებ, და მოდის ღამე - მფარველი ყოვლის. მე კი ლოდინით ყველაფერს ვუძლებ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილო თოვლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი