თოვლი


ა.თ.

როგორ გიყვარდა, როგორ გავიდა                                   
​ეს სილამაზე და ოქტომბერი.
​ყვითელი ფოთლის სისადავიდან
​ძველი დღეების ალერსით ვმღერი.
​
მე მახსოვს თოვლიც როგორ მოვიდა -
ულამაზესი, ფართო თვალებით.
​მოვიდა თითქოს სიახლოვიდან,
​მაგრამ ოდნავი დაგვიანებით.
 
ეს თოვლი ახლა თითქოს ბროლია,
​ამ თოვლში ბრწყინავს შენი საყურე.
​შენ გიყვარს გარეთ როცა თოვლია
​და ოთახიდან ჩუმად გაჰყურებ.
 
შენ გიყვარს გარეთ თვალის ცეცება
​სახლში შექმნილი თბილი აურით.
​შენ გიყვარს, როცა სარკმელს ეცემა
​თოვლის სიცელქის ნაზი ხმაური...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი