ზამთარი
აი, ზამთარიც მოვიდა ისევ - თეთრი ფიფქების მთელი პლიადა. მეც ახლა შენთვის სასმისებს ვივსებ, შარშან რომ ასე დამიგვიანდა... და ვლოცავ მაგ შენს ნაცრისფერ თვალებს, რომლებსაც ოდნავ სილურჯეც დაკრავთ, და, აი, უკვე ღვინისგან მთვრალმა, მე „თუთის ხესთან“ დავიწყე დაკვრა... გარეთ კი თოვს და ამ თოვლის ბურანს არ ახსოვს ჩვენი ლხინი და მღერა, მე კი შენს გასწვრივ ვზივარ და ჯერაც ვერ შემოგხედე! ვერა და ვერა... ვერ შემოგხედე, რადგან, არ ვიცი, რას მეტყვის შენი გული და ძგერა, გარეთ კი თოვს და ამ თოვლის ირგვლივ ირევა ჩვენი ფიქრი და მზერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი