არხოტში
მზე ჩუმად დაჯდა არხოტის ქიმზე. ღრუბელი ღრუბლის სარეცელს ლამბავს. აგორებული ნისლივით გიმზერ და თან ვღიღინებ სევდიან ამბავს... შორიშორს მოჩანს ჯიხვების ჯოგი, ნისლში ჩაფლულა კოვგრა და ბისნა. არვედან ქიმზე დაეშვა ზოგი, ო, როგორ მომკლა ღრიალმა მისმა... დამეცეს ციდან ლახვარი ღმერთის, გვერდით რომ მყავდე, ო, როგორ მინდა. საამურია მხარე დუშეთის, რა კარგად მოჩანს დღეს კვირიწმინდა. გათავდეს დღესვე წამება ჩემი, აღარ მსურს შენი ქოფაკი სიტყვა. დღეს უცილობლად არხოტში ვრჩები, მორჩა რაც იყო, კმარა რაც ითქვა... მზე ისევ ჯდება არხოტის ქიმზე. ღრუბელი ღრუბლის სარეცელს ლამბავს. აგორებული ნისლივით გიმზერ და თან ვღიღინებ სევდიან ამბავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი