შალვა კარმელს


შენ პოეზია გაიარე  ჩუქურთმებისა,
სალამბოს ფიცი განუახლე ლეილას მძივებს,
დიდხანს სიცოცხლე, ჩემო შალვა, შენ არ გეღირსა,
და ყმაწვილობა გაატანე სალექსო გმირებს.

სულთა მერცხლები მიგაფრენდა მუდამ ზეცისკენ,
უზადოებას რომ ჩართავდი ლექსთა ქარგვაში,
შენ გიტაცებდა პოეზია - ყანწები ცისფერ, 
და სულ არ ჰგავდი სხვა ყმაწვილებს დროთა კარგვაში.

იყავ რითმების კავალერი, ხანმოკლე კვიცი,
ძმობა შეჰფიცე პოეზიას, როგორცა სიკვდილს,
და სულ არ მიკვირს, კარმელი რომ დღეს კარგად ვიცი,
დღეს კარგად ვიცი რითმები და ესეც არ მიკვირს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი